ცნობილია ის 6 პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ცესკოს განცხადების გამოქვეყნებისთანავე საკითხი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ერთმანეთს ძირითადად აკრიტიკებენ სწორედ ის პარტიები, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს, მაგრამ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის პარალელურად უარს არ ამბობენ დაფინანსებაზე. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ“ მიიღო.