საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ისევ ყურადღების ცენტრშია - კრიტიკა ისმის დასავლეთიდან - ამერიკელი სენატორები ერთმანეთის მიყოლებით უცხადებენ ქართველ ხალხს თანადგომას და ითხოვენ სანქციებს. საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული. - ამის შესახებ კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან რობერტ ადერჰოლტი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას," - წერს სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ კორნინი.პარალელურად კორნინი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი."
“ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას. საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას - მიუხედავად სირთულეებისა, რომლებსაც აწყდებიან”, - ამის შესახებ უკვე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული.