რეგიონებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის ცნობადობის ამაღლების მიზნით, დღეს ბათუმის საკრებულოში სემინარი გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეწარმეებმა და უცხოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები მიმოიხილეს. შეხვედრაზე სტანდარტების გამოყენების უპირატესობასა და მეტროლოგიის გავლენაზე ისაუბრეს. სემინარებს, რომლებიც 2016 წლიდან დაიწყო, ევროკავშირი აფინანსებს.