კამპანიის „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დღეს მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სახლში გაიმართა, საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის შესახებ მოსწავლეები თავისუფალ თემებსა და ესეებს მოამზადებენ. კამპანიას „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.