დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები - ზურა ჯაფარიძე

19 დეკემბერი 2024, 12:45 174 ნახვა

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს არ შეხვდება.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც ქვეყანაში დღეს ჩამოდის უნდა ხვდებოდეს აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს, შედიოდეს ციხეში, გადიოდეს რუსთაველზე აქციაზე.

"ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში: ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს; ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს; გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს.

მით უმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები, მით უმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი, მით უმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა, სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება.

პ.ს. ვიცი, მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში