აღსაზრდელების მშობლებმა, სასამართლოს მიერ აღდგენილი მასწავლებლის ბაღში დაბრუნება გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ძიძის და მასწავლებლის ხშირი ცვლა პატარებს სტრესულ მდგომარეობაში აყენებს. ბაღების გაერთიანებაში კი აცხადებენ, რომ გაუცხოების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჯგუფში ნათია ცინცაძესთან ერთად, ძველი პედაგოგიც იმუშავებს. ცინცაძე, გასულ წელს, ბაღის ადმინისტრაციამ, ინციდენტის გამო გაათავისუფლა. ერთე-რთმა ძიძამ ბავშვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემთხვევა კი ნათია ცინცაძემ მობილური ტელეფონით გადაიღო. დისციპლინალურმა კომისიამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა.