დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულის სასამართლოზე

18 დეკემბერი 2024, 14:46 110 ნახვა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც მივიდნენ. ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ავთანდილ კუჭავას ადვოკატის, განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად დაკავებამდე გაუსწორდნენ. ცნობისთვის, ავთანდილ კუჭავას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში