საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.
ზურაბიშვილის თქმით, ამ საღამოს პროვოკაციები არ იქნება.
„ჭირში და ლხინში ერთად ვართ, აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმოთ, ყველაფერში ერთად ვართ. ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით. არანაირი პროვოკაცია არ იქნება“, – ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს.
დღეს რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.