"პრეზიდენტის ინსტიტუტის ალტერნატიულ ინსტიტუტად ჩამოყალიბების დამაზიანებელი იდეა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლებას მოუვიდეს თავში" - აცხადებს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის კომენტირებისას.
მისი განცხადებით, მომავალ წელს პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობა არაპირდაპირი წესით აირჩევს თუ არა გადაწყვეტილი არ არის.
"ეგ არ ვიცი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ზუსტად. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ საპარლამენტო მმართველობაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს გარკვეული უფლებამოსილება, მაგრამ ის თემა, რომ აუცილებლად რაღაც ალტერნატიული ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ეგეთი დამაზიანებელი იდეა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ან ახლა ნაციონალურ მოძრაობას თუ მოუვა თავში" - განაცხადა ვოლსკიმ.