პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს

14 დეკემბერი 2024, 10:47 200 ნახვა

პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. 

კენჭისყრის პროცესი 14:00 საათზე დასრულდება.

კენჭისყრა ღია წესით მიმდინარეობს და ბიულეტენები სახელობითია.

ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა.

არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში