მე პირადად არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, აშშ-ში დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს - მამუკა მდინარაძე

13 დეკემბერი 2024, 13:58 285 ნახვა

პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

მდინარაძის თქმით,  ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა.

„ეს არის კუდის მოქნევა აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა. აშშ-ში დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ უფრო დაამძიმოს ის, რაც აქამდე გააკეთა, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა შემდეგ ურთიერთობებში პრობლემები ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, პარტნიორობა შევწყვიტეთო, არადა ჩვენ არ გვქონია არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში