განაჩენს სასამართლოსთან ელოდებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, ლექტორები მათ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით მანიფესტიც შეადგინეს.
გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ რამდენიმე ბრალდებულის ოჯახის წევრს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. პროცესის შემდგომ დაკავებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და ის მოსამართლეთა კლანმა მიიღო.
დაცვის მხარის განცხადებით, მსგავს საქმეზე ასეთი მკაცრი განაჩენი არ ახსენდებათ. რას მოჰყვა ინციდენტი ამაზე მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ადვოკატების ინფორმაციით, ბათუმის მერიის თანამშრომელი, რომელიც ლექტორის თეა ცაგურიას ქმარია უნივერსიტეტში მეგობართან ერთად ანგარიშსწორებისთვის მივიდა, მანამდე კი ჯორბენაძეს ემუქრებოდა. პროკურატურა კი ამტკიცებს ,რომ დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ სტუდენტებთან ერთად თავად იძალადა თეა ცაგურიას მეუღლე ირაკლი დევაძესა და ირაკლი ნაკაშიძეზე.
სასამართლოსთან შეკრებილი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და აცხადებენ ,რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან.