ჰერჩინსკი-ბოჭორიშვილის შეხვედრა - ევროპარლამენტარის გამოხმაურება

10 დეკემბერი 2024, 14:01 241 ნახვა

ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ, - ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას.

„ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? ეს მიუღებელია“, - წერს კოლსი სოციალურ ქსელში.

პაველ ჰერჩისკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში