იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, ვიდრე რუსული „ქოლცენტრებიც“ თვითონ არ აღმოაჩნდათ, რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში „ქოლცენტრები“ ჰქონდათ - მდინარაძე

09 დეკემბერი 2024, 16:35 170 ნახვა

იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, ვიდრე რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ, რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს. 

მდინარაძე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს.

„იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ „ნაცების“ დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ. როგორც ჩანს.

მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და – „ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება?“ - გაბრაზებული სახით მეკითხება“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში