ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან აშკარად შეუთავსებელია - პაველ ჰერჩინსკი

09 დეკემბერი 2024, 14:50 230 ნახვა

უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, -  განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან“,- განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში