ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

09 დეკემბერი 2024, 10:22 297 ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე, მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ და შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდათ.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრად, დავით სონღულაშვილი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრად, მარიამ ქვრივიშვილი კი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში