,,აწარმოე საქართველოში” პროგრამას ახალი სტრუქტურა დაემატა. პრეზენტაციაზე გიორგი კვირიკაშვილმა განხორციელებულ პროექტებზე შედეგებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა და 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. პრემიერის თქმით, საჭიროა არსებული სახელმწიფო პროგრამების ადაპტირება ახალ გამოწვევებთან.