ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არ გამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია ტემპერატურის აწევა აქციებზე - ცოტნე ანანიძე

07 დეკემბერი 2024, 17:24 257 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას აფასებს.

დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს, აქციებზე პიროტექნიკის არგამოყენებაზე ფორმალურადაც კი არ გაუკეთებიათ განცხადება, რადგან მათ ინტერესში ვითარების დაძაბვაა.

„ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არ გამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია ტემპერატურის აწევა აქციებზე." - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში