ოთხი ოპოზიციური პარტია სპეციალური რეესტრის შექმნას გეგმავს

06 დეკემბერი 2024, 17:36 239 ნახვა

ოთხი ოპოზიციური პარტია სპეციალური რეესტრის შექმნას გეგმავს, რომელშიც მათი განცხადებით, აისახება ინფორმაცია, როგორც ძალადობის მსხვერპლებზე, ისე მოძალადე პოლიციელებზე და  მათი იდენტიფიცირებაც მოხდება. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  ეს რეესტრი მნიშვნელოვანია, ვინაიდან  ინფორმაციების დამუშავების შემდეგ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება. 

„რეესტრის შექმნის მიმართულებით დაწყებულია მუშობა, რომელიც არამხოლოდ დაზარალებულების რეესტრს გულისხმობს, იმის შესახებ თუ რა სახის წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა დაკავებულების მიმართ, არამედ იმ პირების რეესტრს, რომლებმაც აქციის მონაწილეების მიმართ იძალადა. მნიშვნელოვანია ყველა მოძალადემ იცოდეს, რომ მათი იდენტიფიცირება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება მოხდება, ასევე ყველა დაზარებული, ვისზეც როგორც დახურულ სივრცეში, იზოლატორში, ან კონკრეტულ განყოფილებებში მიყვანის შემდეგ არაადამიანური მოპყრობა და ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა, ყველას აღმოუჩნდება შესაბამისი დახმარება და შეგროვდება შესაბამისი ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია ეს რეესტრი, ვინაიდან ჩვენ შევქმნით იმ პირობას, რომ აღნიშნული ინფორმაციების დამუშავების შემდეგ ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდეს. ერთი მხრივ, დაზარებულებს შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ და მეორე მხრივ, მოძალადეები, ეს იქნება გამომძიებლები, მოსამართლეები თუ სხვა პირები მათი იდენტიფიცირების შემდეგ, მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი თუ სხვა სახის რეაგირება დაიწყოს.

პერიოდულად ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით და ყველას ეცოდინება, თუ რეჟიმის შედეგად ვინ არის დაზარებული და ასევე ვინ არიან ის მოძალადეები, რომლებიც ამ ადამიანებზე იძალადეს", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ. 

ოპოზიციური პარტიების წევრებმა რეესტრის შექმნის მიზნებზე ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში