გუშინ ევროპული ელ კლასიკო გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი თამაში გაიმართა ბერნაბეუზე, მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის. ძირითადი დრო 1-2 დამთავრდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. დამატებულ დროში კი მადრიდელებმა 3 ბურთი გაუტანეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს. ორი მატჩის ჯამში 6-3 დაამარცხეს მიუნხენელები.
რეალის ფორვარდმა რონალდომ კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 100 გოლი მოაგროვა.
მეორე მადრიდულმა გუნდმა კი ინგლისში გასვლაზე ლესტერთან 1-1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა.