აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არდაჰანის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

06 დეკემბერი 2024, 14:18 214 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის რეგიონის გუბერნატორს ჰაირეთთინ ჩიჩეკს  უმასპინძლა დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

მეზობელი ქვეყნის დელეგაციასთან ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის საინვესტიციო, ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ჯაბა ფუტკარაძემ  და არდაჰანის გუბერნატორმა განიხილეს ასევე, რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში