ალი ბაბაევის ბრიფინგი

06 დეკემბერი 2024, 10:50 220 ნახვა

ალი ბაბაევმა, რომელიც ალეკო ელისაშვილს ხელის დარტყმაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებზე მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა. 

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის განცხადებით,  მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. მისივე თქმით, მას ალეკო ელისაშვილთან წარსულში არანაირი უთანხმოება არ აკავშირებდა. 

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო.

ბოლო ინფორმაციით, ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა, ის  დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში