რას ამბობენ ისეთს, რასაც ნაცმედიაში ვერ ილაპარაკებდნენ, ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა? - იაგო ხვიჩია

30 ნოემბერი 2024, 23:38 347 ნახვა

ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია წერს.

„ოპოზიციას აქვს, სულ მცირე სამი უფრო პოპულარული არხი, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამივეზე განსხვავებული აზრის, იმაზე უარესი ბლოკადაა მოწყობილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა საზმაუზე ვასილ მაღლაფერიძის პირობებში. (კომუნისტების დროს რა იყო არ ვიცი).

 

ეს ხალხი, ვის ეთერში საჯდომადაც იყო ბრძოლა, ისედაც, სულ ეთერებში სხედან და არაფერს ამბობენ.

 

ახლაც დასვეს საზმაუზე და რა? რას ამბობენ ისეთს, რასაც ნაცმედიაში ვერ ილაპარაკებდნენ? ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა?

 

არ სჯობს, საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნათ და ლაპარაკის დაწყება მოსთხოვოთ მოწვეულ სტუმრებს? ნაცვლად იმისა, რომ შევარდეთ და, რაც თქვენთან გაქვთ იმნაირი უაზრო კონცერტი მოაწყოთ საზმაუზეც“, – წერს იაგო ხვიჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში