ევროკავშირთან გადაჭრილი და დაგდებული ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა აიღოს ხელში ოპოზიციამ - მამუკა ხაზარაძე

30 ნოემბერი 2024, 23:16 266 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ, ევროკავშირთან გადაჭრილი და დაგდებული ურთიერთობა და კავშირები ოპოზიციამ ხელში აიღოს, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, აქციები უნდა გაიშალოს და შეეხოს იმ ობიექტებს, რომლებიც დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლების მუშაობას.

„იქნება კოალიციური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლების საკოორდინაციო საბჭო. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტს და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, რაც არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს უფრო ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ, ევროკავშირთან გადაჭრილი და დაგდებული ურთიერთობა და კავშირები ხელში ოპოზიციამ აიღოს. ხელში აიღოს და გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. პრეზიდენტთან ხვალინდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. აქციები უნდა გაიშალოს იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლების მუშაობას, აქციები უნდა იყოს ყველა ქალაქში და უნდა ვაჩვენოთ რომ ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში