მაიდნის განხორციელების საშუალებას მათ არ მივცემთ - მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2024, 18:17 233 ნახვა

მაიდნის განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ. ჩვენ, ერთგვარად გადმოვწიეთ, ჩვენი სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები ცოტათი ადრე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.

„ეს იყო გადაწყვეტილება რომელიც, ნამდვილად არ მოიცავდა (ერთ სიტყვას მსგავს ჩვენს განცხადებაში ვერავინ იპოვის ვერასდროს) ევროინტეგრაციის არა თუ შემაჩერებელ, შემაფერხებელ რაიმე ფრაზას, წინადადებას ან სიტყვასაც კი. მსგავსი სიტყვა, ფრაზა ან წინადადება ჩვენს გუშინწინდელ განცხადებაში არ არის.

 

პარადოქსია, რომ ხალხს აპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც იყო ლაპარაკი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით: ნიუანსი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არა მახვეწრის როლში - არა არ ვიქნებით. თუკი ვინმე ჩათვლის იმ მოსალოდნელ ვადაზე ადრე, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს პრივილეგია და გაეხსნას, ვიდრე 90% შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულებების, მოლაპარაკებები, კი ბატონო, დღესვე მოხდება, დღესვე მოვაწერთ ხელს. გაგვტესტონ, გამოგვცადონ არ უნდათ?! დღესვე დადონ მაგიდასთან და დღესვე ვაწერთ ხელს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში