ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას - რატი იონათამიშვილი

30 ნოემბერი 2024, 13:21 266 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში, არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა.

„დეზინფორმაციის და სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, წერტილი დაესვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებების მერე, ვნახოთ, რადიკალური ჯგუფებიდან ვინ აღიარებს, რომ უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების, თუნდაც, მცირე ნაწილის, მოტყუებას, სიცრუეში შეყვანას და მითიური ვერსიების დაჯერებით საქართველოს დაზარალებას. არ გამიკვირდება, თუ ეს ადამიანები სტრასბურგის ვროპული სასამართლოს დარად ეუთო/ოდირზეც იტყვიან რომ არის რუსული და მისი ნდობა არ შეიძლება.

 

ჩემთვის ევროპა ალბერ კამიუ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია, ამათთვის კი, იუკნევიჩიენეა თავი და აუსტრევიჩუსი ბოლო. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ესეც არის ერთი არსებითი სხვაობა ჩვენს შორის.

 

რაც შეეხება პია კაუმას შეფასებას, რომელიც ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა: საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა შევთავაზე…. …..არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა", - წერს რატი იონათამიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში