საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელოდება.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
„მოველი მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, წერს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.