მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს.
მანამდე კი, მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.