ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” შესახებ გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია. პროექტს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრი ახორციელებს.