დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

23 ნოემბერი 2024, 11:56 77 ნახვა

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხუან მერჩანმა მიიღო, რათა შეისწავლოს დამატებითი მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევასთან და თუ როგორ იმოქმედებს ეს მისი გამართლების შესაძლებლობაზე.

მედიაში აღნიშნულია, რომ განაჩენი 26 ნოემბერს უნდა გამოეტანათ. ადვოკატები კი საქმის დახურვას ითხოვენ, რადგან მოქმედი სახელმწიფოს მეთაურების სისხლის სამართლებრივი დევნა დაუშვებელია. მანჰეტენის საოლქო პროკურატურა კი, რომელიც აღნიშნულ საქმეს აწარმოებს, სასამართლო პროცესის ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადების წინადადებით გამოდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში