მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება

18 ნოემბერი 2024, 09:26 87 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია. პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. 150-კაციანი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ქართულ ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ სხდომას არ ჩანიშნავს, აქედან გამომდინარე, პარლამენტი ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში შეიკრიბება.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში