პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ კარვების გაშლაში არ მონაწილეობენ

17 ნოემბერი 2024, 22:54 198 ნახვა

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ. 

ამის შესახებ,  ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, კარვები გაშალეს და ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს.

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში