პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა

15 ნოემბერი 2024, 17:59 233 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს.

ლერი ხაბელოვმა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2024 წელი სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შედეგებით გამორჩეულად წარმატებული იყო.

ცერემონიას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ქართული სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში