საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

12 ნოემბერი 2024, 19:59 209 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში