"კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, დროა, გირჩი" მანდატებზე უარს ოფიციალურად აცხადებს 

12 ნოემბერი 2024, 15:32 217 ნახვა

პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტმურ პარლამენტში და არალეგიტიმურ ქმედებებში მონაწილეობად, -  ბრიფინგზე განაცხადა ,,კოალიცია ცვლილებების'' ლიდერმა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ კოალიციის გადაწყვეტილება 82 კაციანი პარტიული სიის წევრებთან ერთად გაავრცელა. რამდენიმე მათგანი გარკვეული მიზეზების გამო ბრიფინგს არ ესწრებოდა, თუმცა გვარამიას განმარტებით, განცხადებას ხელი მოაწერეს.   

„განცხადებაში, რომელსაც მე წარმოგიდგენთ და 82-ვე წევრი სიისა,  არა მხოლოდ ისინი ვინც ცესკო-ს ამ შედეგებითაც კი პარლამენტის წევრი გახდა, ეს არის 20 ადამიანი და არა მხოლოდ ისინი,  ყველა ვინც ვართ ამ სიაში უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენ სამშობლოში. ამ ქვეყანაში, ამ სამყაროში,  ჩვენი ერთადერთი მტრის რუსეთის ფედერაციის “, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

ნიკა გვარამიამ განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი წაიკითხა, რომლითაც ისინი რეგისტრაციაში გატარებასა და მათზე, როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრზე, დროებითი მოწმობის გაცემაზე უარს აცხადებენ.  

ნიკა გვარამიას განმარტებით, კოალიციის განცხადება სამართლებრივად გამართულია, თუმცა ისინი ცესკო-სა და საქართველოს პარლამენტისგან, სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ამბობს, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კვლავ თქვან უარი დეპუტატობაზე და ეს ხელმოწერებითაც დაადასტურონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი