გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ბაქოში

12 ნოემბერი 2024, 15:08 230 ნახვა

საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი, შეიძლება ითქვას, ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს პრემიერმა ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის სამიტზე გააჟღერა. 

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ. ირაკლი კობახიძე ასევე ისაუბრებს თუ  რა  ნაბიჯებს გადადგამს საქართველო  საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად   კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის შესამცირებლად.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია  მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში