პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

11 ნოემბერი 2024, 11:58 217 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 11-13 ნოემბერს გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბაქოში გაიმართება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი უმასპინძლებენ.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის, ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი