სახალხო დღესასწაული "შემოდგომა ქედაში" დღეს 2 საათზე დაიწყება. ამ დროსითვის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. ღონისძებასთან დაკავშირებით ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
გაიმართება კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე მოწვეულია "ურსა" და "გოგლაურა". პარკში უკვე მოწყობილოა საგამოფენო სივრცე. წარმოდგენილი იქნება ათივე თემის კუთხეები, თავისი ტრადიციული სამზარეულოთი, ისტორიითა და კულტურით.
იქნება საბავშვო კუთხე და გასართობი აქტივობები. ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები. დაჯილდოვდებიან საპატიო ქედელები და ფოტოკონკურსის "ტურიზმი ქედაში" გამარჯვებულები.