ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა ბუდაპეშტში - ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხთან ერთად საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს.
შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ევროკავშირის ლიდერები ამბობდნენ, რომ საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს „სერიოზული ეჭვები“ და დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებაზე მიუთითებენ.