საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას დაუზავდა

06 ნოემბერი 2024, 22:05 277 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლატვიასთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრებმა ედგარ ტარაკანოვის გოლით მინიმალური სხვაობით 0:1 მოიგეს. მეორე ნახევრის 37-ე  წუთზე კი ლატვიელთა უპირატესობა ორამდე ანდრეი ბაკლანოვმა გაზარდა. მიუხედავად ანგარიშში სოლიდური ჩამორჩენისა დარჩენილ დროში  ჩვენმა ნაკრებმა  ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გიორგი ჩიმაკაძის დუბლით შეხვედრის გადარჩენა მოახერხა.

საქართველოს და ლატვიის მეორე ამხანაგური მატჩი 7 ნოემბერს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში