9 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "შემოდგომა ქედაში" გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. გაიმართება კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე მოწვეულია "ურსა" და "გოგლაურა".
პარკში მოეწყობა საგამოფენო სივრცე. წარმოდგენილი იქნება ათივე თემის კუთხეები თავისი ტრადიციული სამზარეულოთი, ისტორიითა და კულტურით. ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ მეღვინეები და სხვადასხვა მეწარმეები. იქნება საბავშვო კუთხე და გასართობი აქტივობები. ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები. ღონისძიება 1 საათზე დაიწყება.