დღეს გახდება ცნობილი რა გრძელვადიანი გეგმა აქვს ოპოზიციას. საპროტესტო აქცია ოპოზიციის ორგანიზებით დღეს 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზეა ჩანიშნული.
საპროტესტო აქციამდე კი რამდენიმე პარტიის ლიდერებმა დილით საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
უკვე ცნობილია, რომ 17:00 საათზე იქნება მსვლელობა, მიზეზი კი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გახდება ცნობილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს ისიც, რომ თუ როგორი იქნება შემდგომი დღეების პროტესტის ფორმები ამაზე ინფორმაციასაც მიაწვდიან საზოგადოებას.