დღეს ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრებში, ფრენბურთის კლუბ ბათუმის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა, ქუთაისის საფრენბურთო გუნდებს უმასპინძლეს. მომდევნო შეხვედრებს გასვლაზე ბათუმის ფრენბურთის კლუბი 9 და 10 ნოემბერს გამართავს. ცნობისთვის გასულ წელს, გოგონათა ფრენბურთის კლუბი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ხოლო ვაჟთა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე გავიდა.