ბათუმში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილის, ვახტანგ გორგასლის მე- II ხარისხის ორდენის კავალერიის თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი იმართება ფრენბურთში. სპორტულ შეჯიბრებაში საერთო ჯამში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, "ვეტერანები".
ფრენბურთის ტურნირი მეექვსე წელია იმართება. ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით ტარდება. თემურ ზაქარაძე, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მიჰყვებოდა, ის იყო აჭარის ფრენბურთის გუნდის ‘’ვეტერანები’’ - კაპიტანი. აღნიშნულ პერიოდში გუნდს არა ერთი წარმატება ჰქონდა, როგორც რეგიონის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით.