თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტირანადან სამშობლოში დაბრუნდა

02 ნოემბერი 2024, 11:59 266 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტირანადან სამშობლოში დაბრუნდა. მსოფლიოს პირველობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედლით და გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილით დაასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ავთანდილ კენჭაძე პირველი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ 92 კილოგრამ კატეგორიაში.

მან ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო. მნიშვნელოვანია, რომ 21-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში