სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ,,ტაო“ დაამარცხა

01 ნოემბერი 2024, 18:57 452 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მე-7 ტურის შეხვედრაში „ტაოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 30:23 დაამარცხა. 

„ბათუმი რაგბი არენაზე“ გამართულ მატჩში შავიზღვისპირელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდეს.

გატანილი ლელოებით თავი, ბაჩუკი ჭუმბაძემ, კავეკინი ტამბუმ, გიგა კობახიძემ და იოანა ფირცხალავამ გამოიჩინეს, ხოლო  2 გარდასახვა  და 2 ჯარიმა ზუსტად ვაჟა მიქაძემ შეასრულა.

სტუმართაგან კი ლელოების დადება ვილიკესა ვიტაუმ, ოთარ მეტრეველმა და გიორგი შკინიანმა მოახერხეს. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ოთარ ტალახაძემ გაიტანა, გარდა ამისა ერთი ჯარიმით გუნდს ასევე რეზი ბროძელიც დაეხმარა. 

ამ დროისთვის ბათუმი რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 10 ნოემბერს სტუმრად „ყაზბეგის“  წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში