„ქართული ოცნება“ პროკურატურას მიმართავს

01 ნოემბერი 2024, 18:22 279 ნახვა

"ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ოპოზიციას ხმების მოპარვაში სდებს ბრალს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მტკიცებულებები უკვე აქვთ და პროკურატურაში უკვე წარადგინეს. მამუკა მდინარაძის თქმით, იდენტიფიცირებულია 81 შემთხვევა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და საკუთარი თავი სიიდან ამოღებული ხვდებოდათ.
მდინარაძემ აღნიშნა, ისიც რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან დარღვევები გამოვლინდა გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესშიც.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი