გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე

31 ოქტომბერი 2024, 19:58 248 ნახვა

26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაწყებულია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა როგორც გაცხადებულია, პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და მათთვის რაიმე სახის მტკიცებულებების წარდგენას არ აპირებს.
გამოძიებასთან არ თანამშრომლობს არც ოპოზიცია. გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ კი მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტები დეზინფორმაციით არიან დაკავებულები და არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე არანაირ მტკიცებულებას არ ფლობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი