ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. მათგან ერთ-ერთი ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცებას. ასევე იმსჯელეს ქობულეთის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ 99 წლის ვადით კვირიკეში მდებარე 580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს. ქობულეთის საკრებულოს სხდომას რამდენიმე თვეა ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან. სხდომა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებით დაიწყო.