პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ხელისუფლებისგან საარჩევნო ბაზების გასაჯაროვებას ითხოვს. ტვ პირველტან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი მარტივი გზა ადვილად და სწრაფად იქნეს გაყალბება დადასტურებული
„როგორც კი ოცნებამ გაიგო საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებში, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია უკავშირდება გამოძიებას, არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ დარღვევები იყო ბევრი და სისტემური, ადგნენ და თვითონ დაიწყეს გამოძიება პროკურატურაში. რატომ? იმიტომ, რომ გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე, ხოლო პოლიტიკური პროცესი მას ვერ დაელოდება. პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვთ საარჩევნო სიების, ბაზების გასაჯაროება. სხვა ყველაფერი არის რუტინა, რომელიც გამოძიებით გაიწელება და ოცნება მოიგებს დროს.
თუ კომპანია სმარტ მატიკი, ეს არის კომპანია, რომელიც დაიქირავა სახელმწიფო, რომ არჩევნების ელექტრონული ნაწილი ემართა. თუ სმარტ მატიკმა თავისი ბაზები გაანადგურა, ჩვენ ვრჩებით ცესკოს ბაზებთან მიმართებაში, რომელთა წესრიგში მოყვანა ბრჭყალებში, უკვე დაწყებულია. ბაზები თუ გაიხსნება, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეძლებათ გადაამოწმონ, მათ მაგივრად ხომ არ მისცა ვინმემ ხმა. ასი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, როცა სხვის მაგივრად სხვამ მისცა ხმა, არჩევნებს ლეგიტიმაცია აღარ ექნება“.
გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციის რიგი მოთხოვნები, როგორიცაა ხელახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მანდატებზე უარის თქმა და ა.შ. არის იდიოტიზმი და მავნებლობა.
„როცა ითხოვს ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას სააერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ, ეს არის დიდი სისულელე. ასეთი მოთხოვნის დაყენება არ შეიძლება, რადგან უცხო ქვეყნების იურისდიქციით ქვეყანაში არჩევნებს ვერ ჩაატარებ, რომც მოინდომო, ამას უამრავი რამ სჭირდება, საკანონმდებლო ბაზა, პარლამენტი და ა.შ. დაანებთ თავი ამ პარტიებს. იქ ძალიან ბევრი იდიოტები არიან, ბევრი სასარგებლო იდიოტი და ბევრიც მავნებლები, რომლებიც ცდილობენ, რომ დრო გაჭიმონ.
ჩვენ ბაზების გასაჯოვებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა წარდგენილი გვაქვს, მაგრამ საჭიროა ამაში მოხდეს საზოგადოებუის კონსოლიდირება, რომ დრო არ დაიკარგოს. ახლა საერთაშორისო საზოგადოება გვეხმარება და თუ ჩვენ ვერ შევძელით დარღვევების დადასტურება და არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება მოხდა, მერე არც ქუჩის პროტესტებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არც პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას“.